The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრიდონ გუჯეჯიანი

ფრიდონ გუჯეჯიანი
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1918  (106 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მულახი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს. 1948 წელს - ასპირანტურა.

შრომითი საქმიანობის საწყის ეტაპზე ხელმძღვანელობდა "საქნახშირის" სამშენებლო ტრესტის უბანს, შემდეგ - ძეგლთა დაცვის სამშენებლო-სამეცნიერო სამმართველოს, ცეკავშირის საპროექტო ორგანიზაციას, საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტს; იყო საქართველოს პროფკავშირების ტრესტ "კურორტმშენის" მმართველი; მუშაობდა საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; მისი ხელმძღვანელობით აშენდა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობა რუსთაველის გამზირზე (თბილისში), საცხოვრებელი სახლები ვაკეში, ბარათაშვილისა და სანაპიროს ქუჩის კუთხეში, მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას სახლი, ქართლის რეგიონის რამდენიმე სამრეწველო ობიექტი, დიდუბის სპორტული მანეჟი, პროფკავშირირების კულტურის სახლი საბურთალოზე, "შრომითი რეზერვების" სასახლე ნაძალადევში, სპორტული კომპლექსი "ქარიშხალა", სასტუმრო "ამირანი", ბორჯომის ჭადრაკის სასახლე, ლიკანის დასასვენებელი კომპლექსი, სანატორიუმები ქობულეთში, გაგრაში და სხვა მრავალი ობიექტი; არის სამშენებლო მასალების წარმოების საკითხებზე შესრულებული 3 ნაშრომისა და რამდენიმე ათეული არქიტექტურული ძეგლის აღდგენა-რესტავრაციის ავტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.178

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: