შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს. 1964 წელს საქმიანობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში ინჟინრად; 1964-1968წწ. მუშაობდა "საქენერგოს" სისტემის თბილისში მშენებარე ობიექტების სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1972წწ. საბჭოთა კავშირის სამშენებლო დარგის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად გაგზავნილ იქნა მივლინებაში საზღვარგარეთ - სირიაში, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე; 1972-1978წწ. მუშაობდა ქ. თბილისში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" უბნის უფროსად, ასევე, ხელმძღვანელობდა გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის სამუშაოებს; 1978-1980წწ. კვლავ საზღვარგარეთ იყო მივლინრბული ერაყის არაბთა რესპუბლიკაში, თბოსადგურ "ნასირიას" I ბლოკის მშენებლობის ხელმძღვანელად; 1980 წლიდან მუშაობს სს "თბილსრესმშენის" დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და IX-X ენერგობლოკების ექსპლუატაციაში ჩაბარების ორგანიზატორია; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ასევე ერაყისა და სირიის რესპუბლიკების უმაღლესი ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.179 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |