The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი დადიანი

ირაკლი დადიანი
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს.

1964 წელს საქმიანობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში ინჟინრად; 1964-1968წწ. მუშაობდა "საქენერგოს" სისტემის თბილისში მშენებარე ობიექტების სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1972წწ. საბჭოთა კავშირის სამშენებლო დარგის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად გაგზავნილ იქნა მივლინებაში საზღვარგარეთ - სირიაში, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე; 1972-1978წწ. მუშაობდა ქ. თბილისში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" უბნის უფროსად, ასევე, ხელმძღვანელობდა გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის სამუშაოებს; 1978-1980წწ. კვლავ საზღვარგარეთ იყო მივლინრბული ერაყის არაბთა რესპუბლიკაში, თბოსადგურ "ნასირიას" I ბლოკის მშენებლობის ხელმძღვანელად; 1980 წლიდან მუშაობს სს "თბილსრესმშენის" დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და IX-X ენერგობლოკების ექსპლუატაციაში ჩაბარების ორგანიზატორია; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ასევე ერაყისა და სირიის რესპუბლიკების უმაღლესი ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.179

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკისოსთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

გააზიარე: