შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. 1959-1971წწ. მუშაობდა საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში" ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი უფროს ინჟინრად; 1971-1981წწ. იმავე ინსტიტუტში პროექტის მთავარი ინჟინერი იყო; 1981 წლიდან სამუშაოდ გადავიდა უკრაინაში და 1998 წლამდე სააქციო საზოგადოება საპროექტო ინსტიტუტ "უკრაინპროექტის" ჯერ მთავარი ინჟინრის მოადგილე, შემდგომ კი განყოფილების უფროსი იყო; 1999 წლიდან მუშაობა გააგრძელა საქართველოს მელიორაციის და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტთან არსებული სპეციალური საინვესტიციო ბიუროს უფროსად; 2012 წლიდან არის სპეციალიზებული საინვესტიციო პრორქტების ბიუროს ხელმძღვანელი. თანამშრომლობდა ბელორუსისა და უკრაინის სათანადო სტრუქტურებთან ენერგეტიკული და მელიორაციული სისტემების რეაბელიტაციისა და განვითარების საკითხების დასაბუთებისა და ზედამხედველობის სამუშაოებში; მონაწილეობდა "ენგურჰესის", მდ. პონვენირის (კუბა), მდ. ჩრდ. ტუნისის (ტუნისი) კაშხლების პროექტირებაში, უნგრეთი - წყალთა მეურნეობის ობიექტების, ბოლივიაში - ელექტროსადგურის მშენებლობაში; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიისა და სომხეთში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და მედლები. 1969 წელს ქ. კიევის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.180; წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 98 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |