Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქემალ დადალ-იფა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ხარკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი 1957 წელს. მუშაობა დაიწყო "მთავარხარკოვმშენის" N3 სამშენებლო სამმართველოში ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; შემდეგ იყო განყოფილების გამგის მოადგილე, განყოფილების უფროსი, 1962 წელს ამავე სამმართველოში დაინიშნა მთავარ ინჟინრად; 1963 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. სოხუმში და ათი წლის განმავლობაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის სოხუმის სამშენებლო სამმართველოს ხელმძღვანელობდა; 1973 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველად, სადაც სრულად გამოავლინა პროფესიონალიზმი და ორგანიზატორული უნარი; მისი ხელმძღვანელობით აშენდა ისეთი გამორჩეული ობიექტები როგორებიცაა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა, რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატი, რესპუბლიკური მნიშვნელობის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების სპეციალიზებული საწარმო, არაერთი სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი, საცხოვრებელი სახლების მასივი ქ. სოხუმის ახალ კვარტალში, კინოთეატრები და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტები, ნაპირსამაგრი ნაგებობები შავი ზღვის სანაპიროზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.180 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |