The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვენერა დოლიძე

ოფიციალური სახელი:რემა დოლიძე
დაბადების თარიღი:31 სექტემბერი, 1923  (101 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ცეკვის მასწავლებლად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (1945 და 1965) და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში(1950). ვ. დოლიძე წარმატებით გამოდიოდა, როგორც საბალეტო, ასევე საოპერო დადგმებში, სადაც ასრულებდა შემდეგ პარტიებს: ორი მეგობრის ვარიაცია (ა. ბალანჩივაძის "მთების გული"), ჰაიდეიტრუა, პატარა გედების ცეკვა, სოლო ნეაპოლიტანურ ცეკვაში, საპარტაძლოები (პ. ჩაიკოვსკის"გედის ტბა"), ამური (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), ბოშა ქალების ცეკვა (ც. პუნის "ესმერალდა"), მეგობრები (რ. გლიერის "წითელი ყაყაჩო"), ორი ფერიას ვარიაცია (გრ. კილაძის "სინათლე"), სოლო ზანგების ცეკვაში (დ. თორაძის "გორდა"). ასრულებდა სოლო ცეკვებს ოპერებში: ვარიაციები ლენტით (გალევის "რახელი"), ქართული (ა. ანდრიაშვილის "პატარა კახი"), აღმოსავლური ცეკვა (ა. კერესელიძის "ბაში-აჩუკი") და სხვ. ვ. დოლიძე მონაწილეობას იღებდა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვებ საღამოებსა და საკავშირო დათვალიერებების საკონცერტო ნომრებში.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.62-63

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: