The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ხინიკაძე

მერაბ ხინიკაძე
ოფიციალური სახელი:მურად ხინიკაძე
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1912
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 1988  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაოს პანთეონი, ბათუმი
კატეგორია:თანამდებობის პირი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია (ხელმძღვანელი ს. ახმეტელი) 1935 წელს.

1935-1937 წწ. იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. თამაშობდა გმირულ, დრამატულ, აგრეთვე კომედიურ როლებს. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მ. შ. ანდრეევი, პოეტი ლორკა (გ. მდივნის "ბრმა", "ალკაზარი"), გიჟუა (ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), იაგო, ჰამლეტი (შექსპირის "ოტელო", "ჰამლეტი"), მეფე ერეკლე (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე") და სხვა. მისი საუკეთესო დადგმებია: ა. წერეთლის "კინტო", ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს". 1958-1962 წწ. და 1974-1978 წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.484; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: