The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ალავიძე

ზურაბ ალავიძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1976  (49 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1998 წელს; გრენობლის ბიზნეს სკოლა 2010 წელს.

1995-1997წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", საერთაშორისო ურთიერთობის და დილინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1997-1998წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", დილინგის განყოფილების უფროსი; 1998-1999წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", სახაზინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1999-2005წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", სახაზინო დეპარტამენტის უფროსი; 1999-2006წწ. ქართული საფონდო კომპანია, გენერალური დირექტორი; 2005-2006წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", გენერალური დირექტორის მოადგილე; 2006-2008წწ. "ვითიბი ბანკი ჯორჯია", გენერალური დირექტორის-პრეზიდენტის მოადგილე; 2009-2010წწ. ეკონომიის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2011-2016წწ. სს "დარიალი ენერჯი", გენერალური დირექტორი; 2016 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; 2016-2018წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ACI საქართველოს ფინანსური ბაზრების ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2000-2008)

გააზიარე: