| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნატალია ყავრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელნწიფო კონსერვატორია 1949 წელს. 1962-1988წწ. საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი. 1949 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის უმაღლესი კატეგორიის სოლისტი. პედაგოგიურ მუშაობას იგი წარმატებით უთავსებდა საშემსრულებლო მოღვაწეობასაც. სხვადასხვა ქალაქებში მრავალფეროვანი რეპერტუარით სისტემატურად მართავდა სოლო კონცერტებს. აგრეთვე უკრავდა სახელმწიფო ფილარმონიის ორკესტრში ა. გაუკის, გ. აზაიფარაშვილის, ს. კილაძის, ჯ. გოკიელის დირიჟორობით. ზოგიერთი მისი კონცერტის ჩანაწერი რადიოს ფონდშია შესული. მის საშემსრულებლო რეპერტუარში იყო: ი. ს. ბახი, ლ. ბეთჰოვენი, ვ. ა. მოცარტი, ს. სკრიაბინი, კ. სენ-სანსი, ჯ. ენესკუ, მ. რაველი, ფ. შოპენი, ო. თაქთაქიშვილი და სხვა. იყო პედაგოგ-კონსულტანტი ბათუმის, თელავისა და სიღნაღის მუსიკალურ სასწავლებლებში. დოცენტი (1989). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.51 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

