The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მატკავა

ირაკლი მატკავა
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხით; 2000-2001წწ. Stetson University. აშშ, სპეციალობა: პოლიტიკური მეცნიერებები (გაცვლითი პროგრამა, FSA); 2005-2006წწ. College of Europe, ბელგია, სამაგისტრო კურსი ევროპის პოლიტიკასა და ადმინისტრირებაში (დიპლომის გარეშე); 2008 წელს გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლა; 2008 წელს კავკასიის ბიზნეს სკოლა (საქართველო); ბიზნესიის ადმინისტრირების მაგისტრი (2007-2010წწ., ორი ხარისხი MBA,  International Executive MBA) სპეციალიზაცია - მართვის კონსულტანტი.

2002-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, ანალიტიკოსი; 2006-2007წწ. (Policy Dialogue Program Manager) ევრაზიის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისში (ახლა ევრაზიის პარტნიორობის ფონდი), პროგრამის მენეჯერი; 2007-2008წწ. BCG (Business Consulting Group), კორპორატიული ურთიერთობების მენეჯერი; 2008-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2008-2009წწ. ლონდონის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბრენდინგის სკოლა(LSPR, London School of Public Relations and Branding - Tbilisi Office), უფროსი ინსტრუქტორი; 2009-2010წწ. "Tbilisi Open Air" – International Music Festival, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი; 2008-2009წწ. TDG Holding, აღმასრულებელი დირექტორი; 2009 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, უფროსი; 2009-2010წწ. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, დირექტორი; 2010-2012წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პირველი მოადგილე; 2013-2016წწ. "ტონი ბლეარ ესოშიეითს" უფროსი მრჩეველი, პროექტის ლიდერი; 2016 წლის 28 ნომბრიდან  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდი : www.mrdi.gov.ge


გააზიარე: