Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა მუხულიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1967 წლიდან მოღვაწეობდა რუსთავის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ განსახირებული როლებიდან აღსანიშნავია: მანანა (ვ. როზოვის "მისი მეგობარი"), ნატაშა (მ. გორკის "ფსკერზე"), ნათია (ალ. ჩხაიძის "ხიდი"), ანუციტა (ე. შვარცის "ჩრდილი"), ნუციკო (თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან"), მელინდა (ი. კატონას "ბანკ ბანი"), ფაცია (შ. დადიანის "ტყვეთა-ტყვე"), ია (ვ. კოროსტილიოვის "ფიროსმანი"), მერი (ვ. კანდელაკის "გუშინდელნი"), ხათუნა (გ. მდივნის "შენი ძია მიშა") და სხვა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მელინდის სახეს ი. კატონას პიესაში "ბანკ-ბანი". რეჟისორმა გაბორ ბერენმა იგი ამ როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარა. ყოფილმა საკავშირო კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდა მსახიობი საპატიო დიპლომით დააჯილდოვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.53
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |