შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუკრი გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით 2002 წელს; სსიპ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა, კონსტიტუციური სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, მუნიციპალური სამართლის სპეციალობით 2005 წელს; 2006-2010წწ. სსიპ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კონსტიტუციური სამართლის სპეციალობით; 2010 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2000-2004წწ. შპს "საქართველოს მხატვარი"-ს ფილიალის ქ. თბილისის ქანდაკების კომბინატის იურისტ-კონსულტანტი; 2002 წელს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2004-2006წწ. შსს აკადემიაში შემდეგ თანამდებობებზე: 2004-2005წწ. შსს აკადემიის იურიდიული დისციპლინების კათედრის უფროსის მოადგილე; 2005-2006წწ. შსს აკადემიის მენეჯმენტის ფაკულტეტის უფროსი; 2006-2012წწ. საადვოკატო ბიურო შპს "გელაშვილი და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი პარტნიორი; 2008 წელს შპს "საქართველოს უნივერიტეტი"-ს სამართლის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2008 წელს - შპს "საქართველოს უნივერიტეტი"-ს იურისტი; 2008-2010წწ. შპს "საქართველოს უნივერიტეტი"-ს სამართლის სკოლის დირექტორი; 2010-2012წწ. შპს "სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი"-ს პრორექტორი; 2012-2016წწ. საქართველოს შსს აკადემიის რექტორი; 2016 წლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური მოვალეობები", დაიცვა 2005 წელს. წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი: mod.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |