The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბუთხუზი

გიორგი ბუთხუზი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1982  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია 2004 წელს.

2004-2006წწ. საქართველოს შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ინსპექტორი; 2006-2007წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მთავარი ინსპექტორი; 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აუდიტისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი; 2007-2009წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსი; 2008 წლის ომის მონაწილე - ვეტერანი; 2009-2011წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2011-2012წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; 2012-2013წწ. საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის შს რაიონული სამმართველოს უფროსი; 2013-2014წწ. შპს "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" დირექტორის მოადგილე; 2014-2015წწ. სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" დირექტორის მოადგილე; 2015-2016წწ.  სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2016 წელს სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" დირექტორი; 2016-2019 წწ.- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2019 წლის სექტემბრიდან -  2019 წლის დეკემბრამდე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი : mod.gov.ge; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: police.ge


გააზიარე: