The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1982  (41 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1999-2003წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრი მენეჯმენტსა და მიკროეკონომიკაში; 1999-2003წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  ბაკალავრი ელექტრომექანიკურ ინჟინერიაში; 2003-2005წწ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის უმაღლესი სკოლის მაგისტრი.

2009-2010წწ. - INSEAD, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი; 2007-2008წწ. სასტუმროების ქსელი "რჩეული" და მასთან დაკავშირებული კომპანიები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2010-2012წწ. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, გენერალური დირექტორი; 2013-2017წწ. სს საქართველოს რკინიგზა, გენერალური დირექტორი; 2017-2018წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2018-2019წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი ელექტრო და ელექტრონიკულ ინჟინერიაში.

წყარო: საქართველოს მთავრობის ვებ გვერდი: gov.ge


გააზიარე: