შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ დავლიანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენბლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1987წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში "თბომეურნეობისა" და "თბილწყალკანალის" სამსახურებში; 1987-2001წწ. საგეგმო კომისიაში ხელმძღვანელად; 2001-2004წწ. თბილისის მერიის ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელად;მნიშვნელოვანი წილი აქვს შეტანილი დედაქალაქის კომპლექსურ განვითარებაში, ბინათმშენებლობის გაფართოებაში, სოციალურ-კულტურული, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო ობიექტების, წყალსადენ-საკანალიზაციო, სათბოფიკაციო და კეთილმოწყობის საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაში, თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რესტავრაციასა და მოვლა-შენარჩუნებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.182-183 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |