The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ დავლიანიძე

გურამ დავლიანიძე
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენბლო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1987წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში "თბომეურნეობისა" და "თბილწყალკანალის" სამსახურებში; 1987-2001წწ. საგეგმო კომისიაში ხელმძღვანელად; 2001-2004წწ. თბილისის მერიის ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელად;მნიშვნელოვანი წილი აქვს შეტანილი დედაქალაქის კომპლექსურ განვითარებაში, ბინათმშენებლობის გაფართოებაში, სოციალურ-კულტურული, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო ობიექტების, წყალსადენ-საკანალიზაციო, სათბოფიკაციო და კეთილმოწყობის საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაში, თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რესტავრაციასა და მოვლა-შენარჩუნებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.182-183

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი

გააზიარე: