შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მევლუდ დათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, კასპის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1974წწ. მუშაობა დაიწყო ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე ინჟინრად; 1974-1975წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "დალგიპროტრანსის" საკვლევ-საძიებო განყოფილებაში გეოდეზისტად; 1975-1976წწ. იყო კასპის რაისაბჭოს აღმასკომის საწარმოო-საგზაო უბნის სამუშაოთა მწარმოებელი; 1976-1985წწ. ადგილობრივი გზების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში საგეგმო განყოფილების უფროსი; 1985 წლიდან კი მთავარი ინჟინერი. შემდეგ მუშაობდა ახალშექმნილი სს "კავკასავტომაგისტრალის" მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზისა და "ნატახტარი-გორი" მონაკვეთების მშენებლობაში.. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.183 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |