The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე დათიაშვილი

ალექსანდრე დათიაშვილი
დაბადების თარიღი:1950  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღანირქვიტირი, ხონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1973 წელს.

1973-1974წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის მეცნიერ-მუშაკად; 1976 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის სისტემაში; იყო განყოფილების უფროსი, რკინაბეტონის ქარხნის მთავარი ინჟინერი, ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე და ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1991-1992წწ. აქტიურად მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაში ონის რაიონის ტერიტორიაზე; იყო ონის სამშენებლო კომპლექსის მთავარი ინჟინერი; 1994 წლიდან შპს "ბემ"-ის მთავარი ინჟინერია, რომელიც 1993-1998წწ. მნიშვნელოვან სამოქალაქო ობიექტებს აშენებდა ქ. მოსკოვის ტერიტორიაზე; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა ტრესტის მიერ განხორციელებული მსხვილი საწარმოებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; შრომითი დამსახურებისთვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.183-184


გააზიარე: