The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კლიმენტი დათიაშვილი

კლიმენტი დათიაშვილი
დაბადების თარიღი:1915  (109 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღანირქვიტირი, ხონის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო სასწავლებელი 1933 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაციით 1940 წელს.

1941-1942წწ. მუშაობდა ყაბარდო-ბალყარეთში ბაქსანის ენერგოკომბინატის ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად; 1942 წელს გაიწვიეს მოქმედ არმიაში; მეორე მსოფლიო ომის დასრულებას იგი შეხვდა გერმანიაში საქსონიის მიწაზე; 1946 წელს, დემობილიზაციის შემდეგ, ჩამოვიდა ქ. ქუთაისში და მუშაობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "ქუთაისავტომშენის" (შემდგომში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტი) N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1959-1973წწ. იყო ამავე სამმართველოს უფროსი; 1974-1984წწ. მუშაობდა ქუთაისის სახლმშენებელი კომბინატის მთავარ ტექნოლოგად, ხარისხის განყოფილების უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის კომპლექსი, საბინაო და კულტურული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები; საბრძოლო და შრომითი დამსახურებისთვის დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებითა და საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.184

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: