შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ხმალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1914 წელს. I მსოფლიო ომის დროს სამხედრო ექიმად მუშაობდა დასავლეთ ფრონტზე. 1938-1970 წწ. განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრას, ერთდროულად, 1940-1947 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენის კათედრის გამგე. 1938-1952 და 1958-1960 წლებსი მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს ჰიგიენისა და სანიტარიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და სხვა. შეისწავლიდა ჩაის ფაბრიკებისა და ჭიათურის მაღაროების ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგების საკითხებს და სხვა. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). დაჯილდოებულია მედლებით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.488 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |