შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე დათუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუა ხორგა, ხობის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამთო-გეოლოგიური სპეციალობით 1931 წელს. სწავლობდა დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1933 წელს სსრ კავშირის სახალხო კომისარიატმა სამუშაოდ მიავლინა ციმბირში, ხაკასიის ავტონომიურ ოლქში, შახტის მთავარი ინჟინრის თანაშემწედ, მოგვიანებით კი დონბასში - კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; მუშაობდა დონბასის ერთ-ერთი შახტის მთავარ ინჟინრად; იყო სამთო საწარმოო ტრესტების - "ტყვარჩელნახშირის", "ლენინგრადნახშირისა" და "ლვოვნახშირის" მმართველი; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ინერტული მასალების კომბინატის დირექტორად, საიდანაც 1970 წელს გადაიყვანეს საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროში არამადნეული მასალების საწარმოს ხელმძღვანელად; უდიდესი წვლილი შეიტანა მარნეულის არამადნეული მასალების ქარხნის აღდგენა-გაფართოებაში; იყო ახალშექმნილი სამრეწველო გაერთიანება "საქარამადნეულის" უფროსი; მისი ხელმძღვანელობით დამონტაჟდა და ამოქმედდა დარკვეთის კვარცის ქვიშის გამამდიდრებელი, წყურგილის ინერტული მასალებისა და იმირის სამსხვრევ-დამხარისხებელი ქარხნები; ასევე, მუღანლოსა და ლეჟბადინის ანალოგიური ქარხნები; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.184 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |