The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი დათუნაშვილი

დიმიტრი დათუნაშვილი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტში", თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") პროექტის მთავარ ინჟინრად; 1968-1977წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თაღოვანი კაშხლების გაანგარიშების თეორიაში; 1973-1994წწ. პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტად; არის 14 სამეცნიერო ნაშრომისა და არაერთი მონოგრაფიის ავტორი ტექნიკურ საკითხებზე; 1978 წლიდან მუშაობს საქართველოს ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრში საინჟინრო განყოფილების უფროსად; უშუალოდ მონაწილეობდა თანაავტორებთან ერთად, მთელი რიგი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების კვლევა-პროექტირებაში, რომელთა შორისაა ახალი გუმბათიანი ეკლესია ქ. დუშეთში, დავით გარეჯის ბერთუბნის ეკლესია, არქეოლოგიური გათხრების გადახურვა სოფ. ძალისში და ვანის ნაქალაქარში, გუმბათიანი ეკლესიები აკეთში და თბილისში (საბურთალოს რაიონში), მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი, შატილის ისტორიული კომპლექსი, ბოჭორმის ეკლესია, წმ. ნინოს სახელობის გუმბათიანი ეკლესია ქ. საჩხერეში და სხვა; ავტორია, ასევე, ისეთი ობიექტებისა, როგორებიცაა: სასტუმრო მალთაყვაში (ქ. ფოთი), სულხან-საბა ორბელიანის ახალი სახლ-მუზეუმის შენობა სოფ. ტანძიაში, აკად. ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. ვეჯინში, საკოლმეურნეო ბაზარი დიდუბის რაიონში, კონიაკის ქარხანა "დავიდ ტრეინინგ" ქ. თბილისში და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.185

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: