Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი დათუნაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტში", თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") პროექტის მთავარ ინჟინრად; 1968-1977წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თაღოვანი კაშხლების გაანგარიშების თეორიაში; 1973-1994წწ. პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტად; არის 14 სამეცნიერო ნაშრომისა და არაერთი მონოგრაფიის ავტორი ტექნიკურ საკითხებზე; 1978 წლიდან მუშაობს საქართველოს ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრში საინჟინრო განყოფილების უფროსად; უშუალოდ მონაწილეობდა თანაავტორებთან ერთად, მთელი რიგი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების კვლევა-პროექტირებაში, რომელთა შორისაა ახალი გუმბათიანი ეკლესია ქ. დუშეთში, დავით გარეჯის ბერთუბნის ეკლესია, არქეოლოგიური გათხრების გადახურვა სოფ. ძალისში და ვანის ნაქალაქარში, გუმბათიანი ეკლესიები აკეთში და თბილისში (საბურთალოს რაიონში), მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი, შატილის ისტორიული კომპლექსი, ბოჭორმის ეკლესია, წმ. ნინოს სახელობის გუმბათიანი ეკლესია ქ. საჩხერეში და სხვა; ავტორია, ასევე, ისეთი ობიექტებისა, როგორებიცაა: სასტუმრო მალთაყვაში (ქ. ფოთი), სულხან-საბა ორბელიანის ახალი სახლ-მუზეუმის შენობა სოფ. ტანძიაში, აკად. ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. ვეჯინში, საკოლმეურნეო ბაზარი დიდუბის რაიონში, კონიაკის ქარხანა "დავიდ ტრეინინგ" ქ. თბილისში და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.185 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |