Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ დალაქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1976 წელს. 1969-1970წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპრომეზში"; 1971-1980წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ცენტრმეტალურგრემონტის" რუსთავის სამშენებლო სამმართველოში; გაიარა ყველა პროფესიული თანამდებობრივი საფეხური ოსტატიდან სამმართველოს უფროსამდე; 1981 წელს და 1990-1992 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველის მოადგილე; 1981-1987წწ. მუშაობდა საქართველოს კპ რუსთავის საქალაქო კომიტეტისა და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილებების პასუხისმგებელ მუშაკად; 1987-1990წწ. იყო რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე; 1992-1995წწ. საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო "IBERIA CONSTRACSEN AND SERVICE COMPANY"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1995-2003წწ. იყო ქ. რუსთავის პრემიერი, მერის მოადგილე ეკონომიკისა და ეკონომიკური რეფორმების დარგში; 2003-2005წწ. საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა მართვის სააგენტოს აპარატის უფროსი; 2004-2007წწ. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; რუსთავის საქალაქო საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.186; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.75 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |