The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ჩერქეზიშვილი

დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1918  (105 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში ქიმიის ფაკულტეტზე 1937-1940 წლებში.

სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტში არსებულ თვითმოქმედ დრამწრეში.1942-1952 წლებში  მოღვაწეობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში. 1953 წლიდან მუშაობდა ახალციხის რაიონულ სანეპიდსადგურში ქიმიკოს-ლაბორანტად, ამის პარალელურად 1963-1967 წლებში თანამშრომლობდა ახალციხის კულტურის სახლთან არსებულ დრამწრესთან, 1967 წლიდან კი მესხეთის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ფატი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), ქრისტინე (ეგ. ნინოშვილის "ქრისტინე"), გაიანე, მარინე(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", სადგურის უფროსი"), კონო და ეფემია (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), ხანუმა, მაშო, კატინა და ლიზა (ავქ. ცაგარელის "ხანუმა,  "ციმბირელი", " რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა"), თინა (შ. დადიანის "მზის ამოსვლამდე"), თამარი (გ. ქელბაქიანის "თქმულება დიად მეგობრობაზე"), ბაბი (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), მუზ ა(ა. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები") და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.71

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: