შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გაბარაევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვათეთრი, ზნაურის რაიონი. სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში 1966-1970 წლებში. 1960 წლიდანდ გაბარაევი ცხინვალის ოსური დასის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ხაძი (მ. შავლოხოვის "გაცი"), კარნუ, ბათთი (გ. ხუგაევის "ჩემი ცოლის ქმარი" და "ბათი"), ყაზბეგი (ს. კაიტოვის "დედის გული"), კრასიდასი (დ. ასათასის "საჭიროა მატყუარა"), ინალი (ვ. სანაკოევის "მეზობლები"), დაცეგი (მ. გუჩმაზოვის "მგლები"), დათვი (ა. ჩეხოვის "დათვი"), ანოჩკინი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), სვანარელი (ჟ. მოლიერის "ძალად ექიმი") და სხვ. დ. გაბარაევი გადაღებულია მხტვრულ ფილმში "ჩერმენი" (ცარაი, 1970), "Похищение Европы" (1992), "Курьер на Восток" (1991), "По следам Карабаира" (1979). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.76; სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "Рес" : cominf.org ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |