The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გაბარაევი

დავით გაბარაევი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2007  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვათეთრი, ზნაურის რაიონი.

სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში 1966-1970 წლებში.

1960 წლიდანდ გაბარაევი ცხინვალის ოსური დასის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ხაძი (მ. შავლოხოვის "გაცი"), კარნუ, ბათთი (გ. ხუგაევის "ჩემი ცოლის ქმარი" და "ბათი"), ყაზბეგი (ს. კაიტოვის "დედის გული"), კრასიდასი (დ. ასათასის "საჭიროა მატყუარა"), ინალი (ვ. სანაკოევის "მეზობლები"), დაცეგი (მ. გუჩმაზოვის "მგლები"), დათვი (ა. ჩეხოვის "დათვი"), ანოჩკინი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), სვანარელი (ჟ. მოლიერის "ძალად ექიმი") და სხვ.

დ. გაბარაევი გადაღებულია მხტვრულ ფილმში  "ჩერმენი" (ცარაი, 1970), "Похищение Европы" (1992), "Курьер на Восток" (1991), "По следам Карабаира" (1979).

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.76;

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "Рес" : cominf.org

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1974 - ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებელი არტისტი

გააზიარე: