შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ დანგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1964-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1875-1978წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კაპიტალური მშენებლობის მთავარ სამმართველოში აღმოსავლეთის ზონის ინჟინერი; 1978-1980წწ. ს/გ "სამთო ქიმიის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1980-1994წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის მმართველი; 1994-1999წწ. სამშენებლო გაერთიანება "სამთოქიმიის" გენერალური დირექტორი; 1999 წლიდან სათავეში ჩაუდგა შპს "კარკას-99"-ს; უშუალოდ ხელმძღვანელობდა მრავალი სამრეწველო და ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.187
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |