The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ დანელია

დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს.

1959-1962წწ. მუშაობდა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-მუშაკად; 1962-1965წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა; 1962 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკის და ჰიდრონაგებობების კათედრაზე მეცნიერ-მუშაკად; 1965-1971წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საირიგაციო და ქსელური ნაგებობების სექტორში, ხოლო 1969-1993წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკის და ჰიდრომანქანების კათედრის დოცენტად, 1993 წლიდან - ამავე კათედრის გამგედ; 1994-1997წწ. იყო ჰიდროტექნიკის ფაკულტეტის დეკანი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პარალელურად მონაწილეობდა ნატურალურ კვლევებში; არის 95-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.187-188

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული აკადემია, წევრი (1994-)

გააზიარე: