The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემურ დანელია

დემურ დანელია
Date of birth:25 February, 1937
Date of death:2018  (at 80 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წულუკიძე (ამჟამად ხონი).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1959 წელს, მოგვიანებით - იმავე უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტურა.

მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში დამპროექტებლად, მშენებელ ინჟინრად; წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად სტუ) მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე - ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად; 1990-2010წწ. ხელმძღვანელობდა მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრას; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი; არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის: 5 მონოგრაფიის, 25 სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი; სხვადასხვა დროს მივლინრბული იყო საზღვარგარეთ, ავღანეთსა და კამბოჯის რესპუბლიკაში, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თელავის, რუსთავის, გორის, ზესტაფონის, ბათუმის, ფოთისა და ზუგდიდის ფილიალებში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.188

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

Bibliography


Share: