The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ დანელია

დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1950წწ. მუშაობდა ჩრდილო კავკასიის რკინიგზაზე, ქ. არმავირის მერვე დისტანციაში, სალიანდაგო გზის მშენებლობაზე ინჟინრად, უბნის უფროსად; 1950-1957წწ. მსახურობდა რკინიგზის ჯარში ჩიტის ოლქში, ტექნიკური ნაწილის უფროსად, ბურიატ-მონღოლეთში - ხიდების ლეგიონში, ბეტონის ლაბორატორიის უფროსად; 1957 წლიდან თბილისში გადმოვიდა და მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" ჯერ უფროს ინჟინრად; 1959-1973წწ. N1 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1973-1976წწ. მუშაობდა N15 სამშენებლო ტრესტში განყოფილების უფროსად; 1976-1977წწ. საქართველოს საბინაო და კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო ტრესტში მუშაობს მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1977-1986წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" N1 არქიტექტურული სახელოსნოს უფროსის მოადგილედ, კომპლექსური არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ ინჟინრად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.188-189

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, საპატიო სიგელი

გააზიარე: