The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლამარა თურმანიძე

ლამარა თურმანიძე
Date of birth:3 January, 1912
Date of death:1986  (at 73 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საღვინეთი, ზესტაფონის რაიონი.

1938 წელს ჯერ ჩოხატაურის სახელმწიფო თეატრში, ხოლო 1950 წლიდან გარდაცვალებამდე ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. თეატრში მოღვაწეობის თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მან 150-მდე საპასუხისმგებლო როლი განასახიერა. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში ლ. თურმანიძე იყო ლიდერი მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"),  ანა ანდრეევნა (ნ. გოგოლის  "რევიზორი"), ბებია ოლღა (ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ფრაუ ალვინგი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"), ნინო, ციცინო (გრ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი" და "ტირიფის ქვეშ"), მარია ტიუდორი (ვ. ჰუგოს "მარია ტიუდორი"),  მალანია  (მ. გორკის "ეგორ ბულიჩოვი და სხვები"), ქალიჯანი (ე. ნინოშვილის "ბარტახი"), ქალბატონი ფრანკი (კ. გუდრიჩისა და ლ. ჰაკეტის "ანა ფრანკის დღიური"), ქრისტინე (ა. წერეთლის "ქრისტინე"), დარო (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონო"), ძიძია (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), სონა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), დიასახლისი (ვ. კატაევის "დასვენების დღე"), ირინე (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ქეთევანი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), დედა (გ. ხუხაშვილის "აღმართი", ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ფატი გურიელი (ალ. ჩხაიძის "შთამომავლობა"), მეცხოველეობის ფერმის გამგე (ა. აბდულინის "მეცამეტე თავჯდომარე"), მამიდა ნინო (გ. კეჭაღმაძისა და ვ. ჩიგოგიძის "ოქროს ნალი"), ე. ნინოშვილის "პარტახი" და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1992.-გვ.5

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: