The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გახარია

გიორგი გახარია
Date of birth:19 March, 1975  (50 years)
Category:Public official, Historian, Politician, Political Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის  ფაკულტეტი 1994 წელს; 1994-2000წწ. - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი; 2002-2004წწ. - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი ბიზნეს სკოლა, ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA).

2004 წლის მაისი - 2008 წლის ნოემბერი  –  SFK Group - გენერალური დირექტორი; 2006 წლის სექტემბერი -2009 წლის მაისი – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი; 2008 წლის ნოემბერი - 2013 წლის თებერვალი – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში; 2013 წლის მარტი - 2016 წლის ივლისი  –  საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2014 წლის დეკემბერი - 2016 წლის სექტემბერი  – ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2016 წლის 27 ნოემბერი - 2017 წლის 13 ნოემბერი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, საქართველოს ვიცე-პრემიერი; 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი; 2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე  ნდობა გამოუცხადა; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - "ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი (და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი); არჩევნების შედეგებით, გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 24 დეკემბერს პარლამენტმა გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა. 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე - პარლამენტის წევრი; 2020-2021წწ. - საქართველოს პრემიერ-მინისტრი; 2021 წლის 18 თებერვალს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "გახარია საქართველოსთვის"; საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი: gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • პარტია "საქართველოსთვის", დამფუძნებელი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2020)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)

Share: