The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ჩხიკვაძე

დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:1992  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის თეატრალური განყოფილება 1955 წელს, თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1969 წელს.

1961 წლიდან მუშაობდა თბილისის თოჯინების ქართულ თეატრში ჯერ რეჟისორის ასიტენტად, შემდეგ დამდგმელ რეჟისორად. დადგმული აქვს შემდეგი პისები გ. კუბანსკის "ალმასი", ვ. გოგოლაშვილის "სინათლის ჩიტი", ს. პროკოფიევის "ჩექმებიანი მგელი", ო. დრიზის "ვერცხლის სამჭედლო", ა. ტოლსტოის "ბურატინო", თ. მეტრეველის "გვრიტი", ვ. რაბადანის "პატარა ფერია", მ. აბრამიშვილის "განთავისუფლებული ზღაპრები", ჯ. ნიქაბაძის "ცანგალა", ნ. არეშიძის "სიკეთის ძალა", ვ. იაქაშვილის "შავლეგა ციკანი". 1975 წელს მივლინებული იყო სტაჟირებაზე მოსკოვის თოჯინების ცენტრალურ თეატრში (ხელმძღვანელი ს. ობრაზცოვი). ქუთაისის თოჯინების თეატრში განახორციელა: დ. ხუროძის "კოტრიალი", გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია", მ. გონაშვილის "ცია, ოცნება და ცირკი". თბილისის რუსულ თოჯინების თეატრში: ჯ. ნიქაბაძის "ცანგალა", ს. მიხალკოვის "სამი გოჭი", მ. აბრამიშვილის "ვარსკვლავი". 1978-1988წწ. იყო თბილისის რუსული თოჯინების სახალხო თეატრის მთავარი რეჟისორი.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.57

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: