შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ საბანაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, სამართლის სპეციალობით 2003 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის დოქტორანტი. 2003 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინტროს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, სტაჟიორი; 2004 წლის მარტი-სექტემბერი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, კონტრტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი; 2004-2006წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონტრტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2006-2007წწ. - საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსი; 2007-2008წწ. - საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2008-2010წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე; 2010-2011წწ. - შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიის“ უსაფრთხოების/კრედიტებისა და გადახდების სამსახურის უფროსი; 2011–2013წწ. - შპს "საქართველოს ფოსტის" გენერალური ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2012-2014წწ. - შპს "ნორბის" დირექტორი; 2015-2017წწ.- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2017 წლის მაისიდან - 2017 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე; 2017 წლის ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი : police.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |