შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჯიკაევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაფარეთი, ცხინვალის რაიონი. დაამთავრა ცხინვალის მე-2 საშუალო სკოლა 1944 წელს. სცენაზე პირველად გამოვიდა სასკოლო წარმოდგენაში. პარალელურად მონაწილეობას ღებულობდა ცხინვალის ოსური თეატრის წარმოდგენების მასობრივ სცენებში. სკოლის დამთავრებისთანავე დასში ჩარიცხეს. იგი წარმატებით თამაშობდა სხვადასხვა ხასიათის როლებს, მათ შორის აღსანიშნავია: ხამურზა (მ. შავლახოვის "საქმრო"), მურზაბეგი (დ. კუსოვის "დაწყევლილი"), ქაიხოსრო (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ალთი (გ. მუხთაროვის "ალანის ოჯახი"), ქალციკო, ამრანი (ბრიტაევის "ორი და", "ამრანი"), ახარბეგი, კასაი, თეიმურაზი (ტუაევის "ფასას ოცნება", "ფატიმატი", "ზღაპარი"), ჯორჯი (ძმ. ტურების "სახლიგზაჯვარედინზე"), მოჯამაგირე (ლ. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.59; ossetians.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |