The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჯავახაძე

ნინო ჯავახაძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1984  (40 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მაკროეკონომიკის ბაკალავრის დიმპლომით 2005 წელს; 2005-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მაკროეკონომიკა, მაგისტრი; 2011 აგვისტო-2012 ივნისი – Williams College, აშშ, განვითარების ეკონომიკა, მაგისტრი.

2005 აპრილი–2005 ნოემბერი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი, სტაჟიორი; 2005 ნოემბერი–2007 სექტემბერი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი; 2007 სექტემბერი–2009 ივლისი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 2009 ივლისი–2010 თებერვალი – საქართველოს მთავრობის კანცელარია, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, მთავარი სპეციალისტი; 2010 თებერვალი - 2011 ივნისი – საქართველოს მთავრობის კანცელარია, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (სამსახური), ექსპერტი; 2011 ივნისი - 2012 ივლისი – საქართველოს მთავრობის კანცელარია, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (სამსახური), მრჩეველი; 2012 ივლისი - 2013 თებერვალი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობების სამსახური, მრჩეველი; 2013 თებერვალი - 2014 მარტი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს უფროსი; 2014 მარტი - 2014 მაისი – ეკონომიკური საბჭოს აპარატი, საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური, მრჩეველი (I კატეგორია); 2014 მაისი - 2015 ნოემბერი – ეკონომიკური საბჭოს აპარატი, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი; 2015 ნოემბერი - 2016 ნოემბერი – ეკონომიკური საბჭოს აპარატი,  ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე; 2016 წლის ნოემბრიდან  – 2017 წლის ნოემბრამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე; 2017 წლის ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი : police.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომლაპარაკებელი ჯგუფი, წევრი

გააზიარე: