The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ დანელია

თემურ დანელია
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1982წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ოჩამჩირის N7 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1982-1989წწ. იყო გაერთიანება "საქაგრომრეწვის" აფხაზეთის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1989-1991წწ. კვლავ მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ოჩამჩირის N7 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, ხოლო 1992 წლიდან ტრესტის მმართველად; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობის, სამოქალაქო და კომუნალური დანიშნულების მრავალი ობიექტი, მათ შორის: გულრიფშისა და ოჩამჩირის ჩაის ფაბრიკები, გალის ეთერზეთების ქარხანა, ადმინისტრაციული შენობა ოჩამჩირეში, მეცხოველეობის მსხვილი კომპლექსი გალში და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.189


გააზიარე: