Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ დანელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1982წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ოჩამჩირის N7 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1982-1989წწ. იყო გაერთიანება "საქაგრომრეწვის" აფხაზეთის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1989-1991წწ. კვლავ მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ოჩამჩირის N7 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, ხოლო 1992 წლიდან ტრესტის მმართველად; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობის, სამოქალაქო და კომუნალური დანიშნულების მრავალი ობიექტი, მათ შორის: გულრიფშისა და ოჩამჩირის ჩაის ფაბრიკები, გალის ეთერზეთების ქარხანა, ადმინისტრაციული შენობა ოჩამჩირეში, მეცხოველეობის მსხვილი კომპლექსი გალში და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.189
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |