The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ აბრამიშვილი

Date of birth:1912
Date of death:1996  (at 84 years)
Category:Historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იტრია, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1939 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში: ბიბლიოთეკარად (1934-1937), ისტორიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ნუმიზმატიკის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958-1996). თ. აბრამიშვილი  ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს ფარგლებში აღმოჩენილი ბიზანტიური სამონეტო განძების შესწავლის თვალსაზრისით, სისტემატიურად და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობაში (მცხეთის, ძველ-ანაგის, კოხოთოს, ურბნისის), ასრულებდა დიდი მოცულობის საფონდო-სამუზეუმო სამუშაოს, იყო სამი ფონდის ("ძველი ერანის მონეტები", "ბიზანტიური მონეტები" და "განძების ფონდი") მცველი. გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატი, ნუმიზმატიკოსი.

სადისერტაციო თემა- "XIII- XIVსს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული)".

წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.5

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: