Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ დანელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზია, ხოლო შემდეგ - მოსკოვის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სახალინის რკინიგზის, შემდგომ კი მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურ "ჩისტიე პრუდის" (ამჟამად "კიროვსკაია") მშენებლობაზე; იყო შახტის უფროსი, მეტროსადგურ "ბაუმანსკაიას" მშენებლობაზე, რომელიც ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა; მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის მთავრობის განსაკუთრებულად რთული დავალების შესრულებაში - საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მართვის მიწისქვეშა კვანძის კომპლექსის მშენებლობაში, რომელშიც საჭიროების შემთხვევაში უნდა განთავისებულიყო საბჭოთა კავშირის მთავრობა და უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბი; ომის შემდეგ კვლავ მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე მუშაობდა; იყო გაერთიანება "მოსმეტრომშენის" მთავარი ინჟინერი; დაჯილდოებულია დიდი სამამულო ომის ორდენითა და მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.189 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |