The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დარახველიძე

დავით დარახველიძე
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოსტანა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1980 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; ევროსაბჭოს ქ. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა 2002 წელს.

1980-1993წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტის სისტემაში: მშენებელ ოსტატად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, მოძრავ მექანიზებული რაზმის უფროსად, საწარმოო-ტექნიკური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად, სამრეწველო საწარმოთა კომბინატის დირექტორად ოჩამჩირის რაიონში, N33 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად გულრიფშის რაიონში; 1993-1995წწ. მუშაობდა მრავალდარგოვანი საწარმო "რიონის" დირექტორად; 1995-1998წწ. მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული კონტროლის პალატის თავმჯდომარედ; 1998-2004წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე და შემდეგ რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში; 2004-2007წწ. მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2007-2012წწ. - საქართველოს კონტროლის პალატის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს დეპარტამენტის აუდოტორად; 2012-2014წწ. მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა დალტოლვილთა მინისტრად; უშუალოდ მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მრავალი სამოქალაქო, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობაში; დიდი ღვაწლი მიუძღვის იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაწყვეტის და მოგვარების საქმეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.190-191


გააზიარე: