The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ნარსია

შოთა ნარსია
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1917
გარდაცვ. თარიღი:1983  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მცხეთის საშუალო სკოლაში. 1941 წლიდან სანკულტურის თეატრის მსახიობია. ამავე დროს ეწეოდა დრამატურგიულ მოღვაწეობას. მისი პიესები სხვადასხვა დროს, წარმატებით იდგმებოდა რესპუბლიკის თეატრებში, რომელთაგან აღსანიშნავია: "გოჩა მინდიაური",  "პარტიზანებთან", "მეგობრები", "ციცუ", "პირველი პაციენტი", "ჩვენ სამნი ვართ", "მეისრე" (თ. ფერაძესთან ერთად) და სხვა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მიკიჩა (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), გელა (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), კოჩინი (ძმ. ტურებისა და დ. შეინინის "პირისპირ"), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), გრიშა (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონო"), ვორონცოვი (კ. სიმონოვის "ასეც იქნება"), ჯონდო (გ. ბერძენიშვილის "ოქროს ვერძი"), ოთარი (ლ. ჭუბაბრიას "კარგი ამხანაგი"), პაპუნა (მ. დადიანის "გუშინდელნი"), გალენი (კ. ჩაპეკის "თეთრი ავადმყოფობა"), ახმა (გ. გელბახიანის "სიყვარულის მსხვერპლი") და სხვა. 1969 წელს შოთა ნარსია ინიშნება  თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის კულტურის სახლის დირექტორად, სადაც მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე.

წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1992.-გვ.9-10; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.11

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: