Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი დარჩია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1950წწ. მუშაობდა თბილისის საჰაერო თავდაცვის შტაბში ინჟინერ-მშენებლად; 1995 წლიდან საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად; 1952-1956წწ. მუშაობდა მოსკოვის სამრეწველო ნაგებობების ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად;1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1958 წლიდან - უფროს მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე; 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგების კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე; 1962 წელს კონკურსის წესით აირჩიეს მისი თაოსნობით შექმნილ თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრის გამგის მოადგილედ, შემდგომ ამავე კათედრის გამგედ; 1976 წელს არჩეულ იქნა პროფესორად; არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი; მათ შორის, პირველი სასწავლო სახელმძღვანელო "გათბობა და ვენტილაციის" ორტომეული; აღზრდილი ჰყავს მრავალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და მეცნიერი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1956). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.191; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 101 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |