შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დარჩიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962 წელს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა და მიკროძრავის ქარხნების, ცხიმკომბინატის, ავტოფარეხის 600 ა/მ-სათვის, მომარაგების მთავარი სამმართველოს ბაზის, საავიაციო ქარხნის მე-3 კორპუსის, კერამიკის კომბინატის, ატს-95-ის, ფერადი ტელევიზორების ქარხნის მშენებლობასა და რეკონსტრუქციას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.191-192
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |