The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით დგებუაძე

დავით დგებუაძე
Date of birth:22 May, 1928  (95 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წითელხევი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1950 წელს.

1950-1957წწ. მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მინგეჩაურის წყალსაცავის მშენებლობაზე ოსტატად, უფროს ოსტატად, გეოდეზისტად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1957-1958წწ. მუშაობდა გუმათის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უფროს ინჟინრად; 1958-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო და მექანიზაციის სამმართველოების უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1976-1989წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მმართველი; უშუალოდ ხელმძღვანელობდა გაერთიანება "ჭიათურმანგანუმის" უმნიშვნელოვანესი ობიექტების, ასევე, ქუთაისის საავტომობილო და ელექტრომექანიკური ქარხნების, მაუდის ფაბრიკების, ასევე, ქარხანა "ავანგარდისა" და გაერთიანება "აისის" მშენებლობას; მისი ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი სოციალურ-კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტი ქ. ჭიათურასა და ქ. ქუთაისში, ასევე, იმერეთის რეგიონში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.193

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: