The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ხრამელაშვილი

დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 1959  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1913 წელს.

1932 წლამდე მუშაობდა კიევსა და კიევის ოლქში. 1935 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას, ერთდროულად, დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო თბილისის ერთ-ერთი ევაკოჰოსპიტლის თვალის სნეულებათა განყოფილების გამგე. შეისწავლიდა დაუზიანებელი კონიუნქტივალური პარკიდან ორგანიზმში  ტუბერკულოზის მიკობაქტერიის შეჭრის საკითხს, ატროფირებული მხედველობის ნერვის მკურნალობის შესაძლებლობას, სრულჰყო თვალის რამდენიმე ოპერაციის მეთოდი. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1941). დაჯილდოებულია მედლებით. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.507

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: