The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკარ ხუბუა

დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1890
გარდაცვ. თარიღი:29 ივნისი, 1956  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, მკვლევარი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უშაფათი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტი ლინგვისტური განხრით 1925 წელს.

1931-1932 წწ. მივლინებული იყო ლენინგრადში, გაიარა ასპირანტურის კურსი ირანისტიკაში. იკვლევდა ჯერ თანამედროვე სპარსულ ლიტერატურას, შემდეგ სპარსული პოეტური ენისა და სტილის საკითხებს, აგრეთვე ქართულ-სპარსულ ენობრივ კონტაქტებსა და ისტორიულ ურთიერთობას. გამოქვეყნებული აქვს წერილები: "ქართულ-ირანული ურთიერთობიდან" (1940), "სპარსული ბეითის სარითმო ელემენტები" (1943), "პოეტური ენისა და სტილის საკითხები კლასიკურ სპარსულში" (1950),"სპარსული სიტყვები მეგრულში" (1952), და სხვა. პირველად თარგმნა და გამოაქვეყნა გამოჩენილი ირანელი მწერლის ჯამალზადეს ნოველები. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ირანელი მეფეების საქართველოში დაცული ბრძანებებისა და სხვა ისტორიული დოკუმენტების შესწავლა-გამოქვეყნებაში. საეტაპო მნიშვნელობისაა მისი ნაშრომი "საქართველოს მუზეუმის სპარსული ფირმანები და ჰოქმები" (1949). ირანისტი, ქართულ-სპარსული ურთიერთობის მკვლევარი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.512

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: