The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1985  (40 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს; 2008 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიწ მაგისტრატურა; 2016-2017წწ. სწავლობდა ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, აშშ, ოჰაიო (მაგისტრის ხარისხი LLM).

2006-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლო, სტაჟიორი; 2007-2009წწ.  -ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა, პროკურორი; 2009 წელს - საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი; 2009-2010წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი; 2010-2012წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურა, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2012-2013წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურა, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი; 2013 წელს - საქართველოს მთავარი პროკურატურა, იურიდიული სამმართველოს უფროსი; 2010-2015წწ.  -მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2012 წლიდან - მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2014 წლიდან - ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში; 2013 წლიდან - საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2017-2019წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2019 წელს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი; 2019-2020წწ. - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "გახარია საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geforgeo.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, უფრაქციო პარლამენტის წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (2024-)

გააზიარე: