The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1985  (38 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

2002-2006წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრის ხარისხი); 2006-2008წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი); 2016-2017წწ. - ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, აშშ, ოჰაიო (მაგისტრის ხარისხი LLM).

2006-2007წწ. თბილისის საქალაქო სასამართლო, სტაჟიორი; 2007-2009წწ. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა, პროკურორი; 2009 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი; 2009-2010წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი; 2010-2012წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურა, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2012-2013წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურა, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი; 2013 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურა, იურიდიული სამმართველოს უფროსი; 2010-2015წწ. მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2012 წლიდან მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2014 წლიდან ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში; 2013 წლიდან საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2017-2019წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი; 2019 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად. 2020 წლის 23 ნოემბერს მეზვრიშვილი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.


გააზიარე: